რას ნიშნავს პირადობებს ართმევენ? თამარ კორძაიები არიან ყველანი, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს - გია ვოლსკი
"თუკი რაიმე სადმე არსებობს ასეთი ფაქტი, რომ პირადობის ჩამორთმევას აქვს ადგილი, ეს ვერ დაიმალება და, რასაკვირველია, შესაბამისი რეაგირება ექნება ამას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი აცხადებს, რომ მსგავს დარღვევას ადგილი არ აქვს.
"კონკრეტული მტკიცებულებები არ იქნება. გახსოვთ, რომ წინა არჩევნებზე ჩვენ კონკრეტული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც შევქმენით, მაგრამ მაშინ, რადიკალურმა ოპოზიციამ არ მიიღო ამაში მონაწილეობა, ვინაიდან, რეალურად, არ არსებობდა და ვერც იარსებებდა რაიმე სახის მტკიცებულება
რას ნიშნავს პირადობებს ართმევენ? თამარ კორძაია სხვა სივრცეშია და სხვაგან არის, ის მარტო არაა. თამარ კორძაია მარტო არ არის, თამარ კორძაიები არიან ყველანი, ვინც, თავის გამოჩენის მიზნით, მსგავს განცხადებებს აკეთებს.
თუკი რაიმე სადმე არსებობს ასეთი ფაქტი, რომ პირადობის ჩამორთმევას აქვს ადგილი, მით უმეტეს, როგორც ის ამბობს, თუ ამას მასიური სახე აქვს, ეს ვერ დაიმალება და, რასაკვირველია, შესაბამისი რეაგირება ექნება ამას“, - აღნიშნავს ვოლსკი.