თეგებით ძიება

"მიშ, გაუძელი! არ დაიხიო, არ დანებდე!" - გივი თარგამაძე ემოციურ პოსტს ავრცელებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით მიმართავს და გამძლეობისკენ მოუწოდებს:

"მიშ, გაუძელი! არ დაიხიო, არ დანებდე! აი ეს მომენტია, რაღაც აგვიფეთქეს ოფისთან - არ დავიხიეთ, მივაწექით, მერეც არსად დავიხიეთ, ყველგან მივაწექით და გავიმარჯვეთ. ქოცებთან და მაგათ მთავარ საძაგლობასთან შენ უკვე არ დაიხიე, უკვე გაიმარჯვე. სიკვდილთანაც არ უნდა დაიხიო. მანდ მოსულა ჭიდაობა, ჩემი პირადი გამოცდილებით ვიცი. სიკვდილიც კი არაა ქოცი - აუხსენი, რომ უკვდავებას არ აპირებ, მაგრამ არც ახლა აპირებ სიკვდილს - გაგიგებს და გაგეშვება. უნდა გაუძლო! გაუძლებ!", - წერს გივი თარგამაძე ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პირველი ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, გონება ცოტა ხნის წინ დაკარგა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა