თეგებით ძიება

"პროცესს სადისტური სკურპულოზურობით პირადად აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი" - ამაღლობელი სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე

პოეტი, რატი ამაღლობელი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა, არ გადაყვანის საკითხს, ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს.

"მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალში გადაიყვანენ თუ არა,
ამას ვერ გადაწყვეტენ ვერც კონკრეტული უწყებები, ვერც პრემიერი ღრიბაშვილი და ვერც ერთად აღებული მთელი ქართული ოცნება, ეს დაახლოებით იგივე იქნებოდა - ბოროტ ფაზენდატორს თავისი მონებისთვის, მისი მთავარი კონკურენტის ბედის კეთილად გადაწყვეტის ნება მიეცა.
არათუ ვერ გადაწყვეტენ, ამ თემაზე კრინტსაც ვერ დაძრავენ.
პროცესს სადისტური სკურპულოზურობით პირადად აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი, ის კი სკუთარ გადაწყვეტილებებში ორად-ორი პრინციპით იხელმძღვანელებს, პირველი - როგორ შეხედავს მის გადაწყვეტილებებს ვლადიმერ პუტინი და მეორე - რას იტყვის ქართველი ხალხი, დღეის მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, ქართველ ხალხზე მას მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ უნდა ქონდეს, რჩება მეორე - ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი.
ხოდა, ან ჩვენ დავიცავთ ჩვენივე პატიმარს, ჩვენივე ისტორიას, ჩვენივე მსჯავრდებულს,
ან მას უჩვენოდ პუტინი გაგვისამართლებს,
რასაც პრინციპში წარმატებულად შვება უკვე.
აი აქ გადის დღეს ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, მისი ყოფნა-არყოფნოის საკითხი და არა იმაზე რო "მიშა ცუდი იყო ხალხო და უიმეე, ჭამოს და დაგვანებოს თავი", - წერს ამაღლობელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა