თეგებით ძიება

,,ბაღები უნდა დაიკეტოს, სკოლები გადავიდეს ონლაინ რეჟიმზე” – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის თქმით, კოვიდის მე-5 ტალღა საქართველოში უფრო გაძლიერდება დაკემბერში და ყველა უნდა შევხვდეთ მომზადებული!

"იმედია, ახლა მაინც მიხედავთ საქმეს!
კოვიდის მე-5 ტალღა საქართველოში უფრო გაძლიერდება დაკემბერში და ყველა უნდა შევხვდეთ მომზადებული!
ბაღები უნდა დაიკეტოს!
სკოლები და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა გადავიდეს ონლაინ რეჟიმზე1
ყველა ოფისი, სადაც ეს შესაძლებელია ,უნდა გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე!
კოვიდ სტატუსი უბდა დაინერგოს რაც შეიძლება, მალე!
სამედიცინო პირბადეები უნდა იყოს ყველგან სავალდებულო!
ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო სამედიცინო, სასწავლო, სერვის (კაფე, მაღაზია, სალონები, მიტანის სერვისები, ბანკები, და ასე შემდეგ) სექტორებისთვის.
ქვეყანა უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე (ფაიზერ-ბიონტეკი) როგორც ეს გააკეთა თურქეთმა (ბუსტერების ჩათვლით).
დისტანცია უნდა იყოს სავალდებულო.
ანტივაქსერული მოძრაობების ორგანიზატორებს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა წაუყენოს ბრალდება “ჯგუფურ განზრახ მკვლელობაში”
რეანიმაციული საწოლები უკვე გადატვირთულია!
დეკემბერში კი ჟანგბადის და რეანიმაციული საწოლების დეფიციტი იქნება!
ნეგატიური და უაზრო კომენტარები დაუტოვეთ ვინმეს სხვას!
მე გაფრთხილებთ და არ გაშინებთ!
თუ თქვენ გინდათ, იცხოვროთ ტყუილში, კი, ბატონო, ეს თქვენი არჩევანია. უბრალოდ, მასიური მკლელობისკენ მოწოდებაა, ამას ჰქვია ჩვეულებრივად მკვლელობა!
გეყოთ სისულელეების, “ბრძნული” აზრების გაზიარება და “რჩევების” მიცემა. ეს შეგიძლიათ, საკუთარ ფასებუკ გვერდზე აკეთოთ!"", - წერს ფხაკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა