თეგებით ძიება

„მეც ვნერვიულობდი, მეც გამიხარდა რომ ეს კოშმარი დასრულდა" - ნინო მეტრეველი

“ლეიბორისტული” პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

„ემოციები ცოტა განელდა და… რაღაც ძაან ახლართულ-ჩახლართულ-მიხლართულ-მოხლართულად მეჩვება ეს ყველაფერი. მეჩვენება, თუ მართლა ეგრეა? ძაან არ გამლანძღოთ, მაგრამ ვინც გაიგეთ, ახლა მაინც ამიხსენით თქვენი მუხლების ჭირიმე, რა მოხდა?! მიზანი რა იყო? ამდენი რომ გვენერვიულა და დაგვეძაბა ამიტომ დაიწყო ეს ყველაფერი და მერე იგივე სტატუს ქვო დამდგარიყო, დაწყებამდე რომ იყო? ანუ, სანამ დაიწყებდა ჰო არ შიმშილობდა და იმიტომ დაიწყო, რომ ახლა ისევ არ ეშიმშილა, ასე გამოდის, ჰო? მგონი სწორედ გავიგე და თუ არ ვარ სწორ გზაზე, დამაყენეთ და მითხარით. ახლა კვებას რომ დაიწყებს და კარგად გახდება (ღმერთმა კარგად ამყოფოს) ისევ ჰო ციხეში გადაიყვანენ? არა? არ ვიცი, არ ვიცი… ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ მაინტერესებს….მეც ვნერვიულობდი, მეც გამიხარდა რომ ეს კოშმარი დასრულდა, მაგრამ შემდეგ? ექსპრეზიდენტის შიმშილობის მიზანის დადგენას ვცდილობ (სხვებიც ცდილობენ) ამდენ ხანს და ახლა გავბედე კითხვა.პ.ს. არავინ დამიწეროთ, აბა, რა გინდოდა, მომკვდარიყოო?! (ძალიან გავბრაზდები).ახლაც არ აღიარებთ რომ მიჰქარეთ და არ ნანობთ პარლამენტში რომ შეჯლიგინდით და ცვლილებების ერთადერთი რეალური გზა მოჭერით?!“, - წერს ნინო მეტრეველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა