თეგებით ძიება

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია“ - ექიმები

კონსილიუმის წევრმა ექიმმა, ნინო შარაშენიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„ამ დროისთვის აქვს თავის ტკივილი და რაღაც გარკვეული პრობლემები, რომელიც ნელ-ნელა, იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში კორეგირდება. იღებს საკვებს სქემის მიხედვით, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, რომ კვებაში დაბრუნება გაცილებით რთულია და საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვან მონიტორინგს.

ქალბატონმა ელენემ დეტალურად გაწერა და აღწერა კვების რეჟიმი, რომელსაც ზედმიწევნით შეასრულებენ. შეძლებისდაგვარად გავუმკლავდებით ამ პრობლემას და ეტაპობრივად სათანადო მოვლის პირობებში კლინიკური მდგომარეობა და ლაბორატორიული მაჩვენებლები სრულად კორექტირდება ამ ეტაპზე სრულიად კონტროლირებადია მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ექიმმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა