თეგებით ძიება

"აბა, რას იტყვი პრემიერო ჩემს ცრუ წყაროებზე? მაგრად გენ@რევა!!! თან ძალიან მალე!"- ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთში მოღვაწე "AFG"- ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ - მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ მიმართავს და ევროპარლამენტარების მხრიდან მას მორიგი ზეწოლისა და სანქციების შესახებ აფრთხილებს.

"გითხარით ორი დღის წინ რაც იგეგმებოდა ევროპარლამენტში?
გითხარით რომ ამ ინფორმაციაზე 100% პასუხისმგებელი ვიყავი?
ჰოდა, ხვალ დაელოდეთ კიდევ უფრო მაგარ ინფორმაციას.
ასე აგიხდეთ ყველა სიკეთე.
აბა რას იტყვი პრემიერო ჩემს ცრუ წყაროებზე და დეზინფორმაციაზე? ????
ერთ რამეს, გეტყვი ისე, ავანსად: მაგრად გენძრევა!!! თან ძალიან მალე!
ერთი წამით არ იფიქრო რომ შურის ძიება მამოძრავებს. ხომ გამიმწარე მოხუცი მშობლები? ხომ დამამარხვინე ორივე ისე, რომ დამშვიდობების უფლებაც არ მომეცი?!
აი საქართველოს ვერ დამიმარხავ!!!
აგერ შენ და აგერ მე!!!" - წერს საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი და საგანგებო სქრინს აქვეყნებს.



შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის 23 წევრმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელს მოუწოდა, რომ სერიოზულად განიხილონ სანქციების დაწესების საკითხი იმ პირთათვის, ვინც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაჰუმანური და შეურაცხმყოფელი მოპყრობა დაუშვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა