თეგებით ძიება

საჯარო რეესტმა ალტ-ინფოს პარტია არ უნდა დაარეგისტრიროს – DRI

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს.

"DRI: საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს
2021 წლის 20 ნოემბერს, „ალტ-ინფოს“ გუნდმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა.
პარტიის ლიდერები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები არიან, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა.
დამფუძნებლებმა პარტიულ ყრილობაზე ღიად განაცხადეს „კონსერვატიული მოძრაობის“ პრორუსული და ანტიდასავლური საგარეო ვექტორის შესახებ. ზურა მახარაძემ პარტიის მიზნებად საქართველოში „ლიბერალური დიქტატურის“ დასრულება და „ქრისტიანული დემოკრატიის“ შექმნა დაასახელა.
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, . . . რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს”.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში განცხადებულ მიზნებს.
იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობის პროპაგანდის, სოციალური, ეროვნული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გამაღვივებელი დებულებები მარეგისტრირებელ დოკუმენტებში ასახა, საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა