თეგებით ძიება

ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოვანდომოთ - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიციის სამი მოთხოვნიდან, ერთი შესრულდა, შესაბამისად საპროტესტო აქციები და ბოიკოტი გაგრძელდება.

"არ მგონია, ვინმე ისეთი გულუბრყვილო იყოს, რომ რადგან მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და ფაქტობრივად, სიკვდილს გადარჩა, თურმე ამით მორჩა ყველაფერი ეს იფიქროს, რომ თურმე ეს ყოფილა იმ საპროტესტო გამოსვლების მთავარი შინაარსი. სამი მოთხოვნა იყო: ერთი სასწრაფო და გადაუდებელი, რაც იყო, ეს იყო მისი გადაყვანა შესაბამის კლინიკაში, მეორე მის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, გათავისუფლება და მესამე გაყალბებული არჩევნების შემდეგ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების უამრავი გზა არსებობს, მთავარია ეს უნდოდეს ხელისუფლებას, როცა ხელისუფლებას ეს არ უნდა, ეს იმას ნიშნავს რომ უნდა მოვანდომოთ, უნდა მოვანდომოთ ჩვენ, ხალხმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქციები გაგრძელდება მრავალი ფორმით და ბუნებრივია მხოლოდ აქციებით არ იქნება შემოფარგლული პოლიტიკური აქტივობა. რაც შეეხება ბოიკოტის საკითხს, ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც მაგალითად საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება, რაც მიღებულია პირველი მოსმენისას და ახლა დაიწყეს მისი შეფარული რევიზია. როგორც კი მეორე მოსმენით გამოიტანენ, ჩვენ შევალთ და მონაწილეობას მივიღებთ კენჭისყრისას,"- განაცხადა გოცირიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა