თეგებით ძიება

გზები დაიგო, დენი არის, ეს ყველაფერი მოიტანა „ვარდების რევოლუციამ" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის ოცდაათწლიან ისტორიაში „ვარდების რევოლუცია“ და მისი შემდგომი პერიოდი რჩება წარმატების პერიოდად, როდესაც ქვეყანა გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე.

„ქვეყნის შიგნით მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, კორუფციის აღმოფხვრის, ორგანიზებული დანაშაულთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების აწყობის თვალსაზრისით. გაყინული პენსიები დარიგდა, გზები დაიგო, შუქნიშანი ჩამოიკიდა, დენი არის. ეს ყველაფერი მოიტანა „ვარდების რევოლუციამ“ და ქართველი ხალხის მიერ იმის დაჯერება, რომ მას შეუძლია ერთად დგომით ამ ამოცანების გადაჭრა. ვხედავთ ახლა პუტინისტური რეჟიმის, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ისევ უიმედობის დანერგვა, როცა ხალხი გარბის ქვეყნიდან. ბუნებრივია, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა დაიჯეროს ისევ, რომ მას შეუძლია გარდატეხის მოხდენა და მას შეუძლია, ისევ დაადგეს ევროპული განვითარების გზას", – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა