თეგებით ძიება

დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

დიდ შაბათს, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დღეს დილიდან გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება.

სამების საკათედრო ტაძრის სასულიერო პირები გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი, გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძარს შემოატარებენ.

გარდამოხსნის შემოტარების წესის შემდეგ ეკლესიებში საღმრთო ლიტურგია სრულდება.

სიმბოლურად, გარდამოხსნის შემოტარება მაცხოვრისთვის წესის აგებასა და მის საფლავში დადებას განასახიერებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა