თეგებით ძიება

"კახა, ბევრი წლის განმავლობაში შენი ფოტოგრაფი ვიყავი... გადმოდი ნათელ მხარეს, ნუ შეხვალ ისტორიაში მოღალატედ" - მარი ნაკანი კახა კალაძეს

ფო­ტოგ­რაფ­მა, მარი ნა­კან­მა, აქ­ცი­ი­დან თბი­ლი­სის მერს კახა კა­ლა­ძეს მი­მარ­თა: "კახა, ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შენი ფო­ტოგ­რა­ფი ვი­ყა­ვი. მა­შინ ჩვენ ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­დი. სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან უყ­ვარ­დი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლაც უყ­ვარ­ხარ. ძა­ლი­ან გთხოვ, გად­მო­დი ნა­თელ მხარს. ნუ შეხ­ვალ ის­ტო­რი­ა­ში მო­ღა­ლა­ტედ" - გა­ნუ­ცხა­და მან "ტვ პირ­ველს"

"უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ოფი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან მსვლე­ლო­ბით კვლავ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე დაბ­რუნ­დნენ და ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ას­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი კვლავ გა­და­კე­ტი­ლია.

აღ­დგო­მის კვი­რე­უ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ეკ­ლე­სი­ას­თან სან­თლე­ბის დან­თე­ბას აპი­რე­ბენ.

მათი თქმით, დღეს მსვლე­ლო­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შე­წყდე­ბა და პრო­ტეს­ტი აქ გაგ­რძელ­დე­ბა.

მა­ნამ­დე კი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ სა­ნა­პი­რო გა­და­კე­ტეს, ხოლო დე­მონ­სტრან­ტე­ბის ნა­წილ­მა მშვი­დო­ბის ხიდ­ზე ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა გად­მო­ფი­ნა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გაწ­ვე­ვას და გან­ვლი­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19:00 სა­ა­თი­დან "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ და სას­ტუმ­რო "პა­რაგ­რაფ­თან“ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­ი­და­ნაც დე­მონ­სტრან­ტე­ბი მსვლე­ლო­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფი­სის­კენ“ გა­ე­მარ­თნენ.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ოფის­თან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნი დახ­ვდათ, რის გა­მოც შეკ­რე­ბი­ლებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ოფის­თან ახ­ლოს მის­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა