თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად - ნინო ლომჯარია

მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად. მას არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არაერთხელ გამხდარა უპრეცედენტო თავდასხმის ობიექტი ახლა, ახლა კი უშუალოდ მუქარა განხორციელდა ომბუდსმენზე.

"მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ექსპერტებს, ექიმებს მათი პროფესიული მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო.

თავიდან ამ ყველაფერს არ შევხედე სერიოზულად, იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად. პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად. მას არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არც ერთ ქვეყანასთან დასავლეთში.

თუმცა, ამას ჰქონდა ძალიან დამაშინებელი ეფექტი ჯგუფის წევრი ექიმების მიმართ, იმიტომ, რომ ეს მათთვის იყო მოულოდნელი და ახალი რეალობა. ისინი არ არის შეჩვეულები მსგავს რამეს. უცებ აღმოაჩინეს, რომ მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო დაემუქრნენ", - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ომბუდსმენისა და მის მიერ შექმნილ ექიმთა საექსპერტო ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხზე განაცხადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა