თეგებით ძიება

ჩემი პოლიტიკაში წასვლა ყველაზე დიდი შეცდომა იქნება - ედუარდ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი პოლიტიკაში წასვლა ყველაზე დიდი შეცდომა იქნება.

„ყველაზე ნაკლებად ახლა მაქვს [პოლიტიკაში მოსვლის სურვილი]. რატომ არ მინდა? მე მგონი, პირველ რიგში უნდა გინდოდეს, ჰო? რატომ უნდა გინდოდეს? უარყოფითი ძალიან ბევრია, პიროვნული ასპექტი თუნდაც…

ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება ჩემგან, თუ მართლა ეს გავაკეთე როდესმე. ამის წინაპირობა არ არის, არც შემოთავაზება ყოფილა აქამდე, მაგრამ რომც… ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დავუშვა, ამას სანდრას მაგალითზე ვხედავ, მე ძალიან წინააღმდეგი ვიყავი სანდრას პოლიტიკაშო ჩართვის, ძალიან, ვეუბნებოდი, არ გინდა, არ გინდა, არ არის საჭირო, არ გინდა“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა