თეგებით ძიება

სააკაშვილის უკრაინელი უფლებადამცველი, ევგენი გრუშოვეცი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი საქართველოში შემოუშვეს. ევგენი გრუშოვეცი გორის ჰოსპიტალთან მმიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა.

"მე მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან უკრაინაში მსგავსი ბრალდებით ციხეში არავინ ზის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილს შევხვდე და სამომავლო გეგმებზე ჩამოვყალიბდეთ.მის დასახმარებლად სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს, მაგრამ მასთან შეხვედრის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ვგეგმავთ ევროპული ვექტორის გააქტიურებას, პოლიტიკურ საქმეებში არ შეიძლება შემოიფარგლო მხოლოდ ერთი ან ორი სახელმწიფოთი. იმედი მაქვს, რომ საავადმყოფოში შესვლას და მის მონახულების უფლებას მომცემენ", - თქვა ევგენი გრუშოვეცმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა