თეგებით ძიება

"სააკაშვილმა მთხოვა, განმარტება მიმეცა..." - რა დააბარა გვარამიას ექსპრეზიდენტმა ედუარდ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის დანაბარებს აჟღერებს, რომელიც ექსპრეზიდენტის შვილის, ედუარდ სააკაშვილის ინტერვიუს ეხება:

"მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, მას თავისი აღქმები აქვს, თავისი პოზიციები აქვს და იგი აფიქსირებს მამასთან შეთანხმების გარეშე.[..] ცხადია ამ ყველაფერს თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს",- აცხადებს გვარამია.

ცნობისთვის, ედუარდ სააკაშვილმა "რადიო თავისუფლებას" მისცა ინტერვიუ, სადაც მან არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს, 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ექსპრეზიდენტი ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა