თეგებით ძიება

სააკაშვილის დროინდელ საპატიმროებში მყოფ პატიმრებს სიკვდილი ენატრებოდათ - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება.

„სააკაშვილის მიმართვა, საზოგადოების დაცინვაა. ის წამებულის და მსხვერპლის მანტიის მორგებას ცდილობს, რაც შეუძლებელია, რადგან საზოგადოება გაიზარდა, მისი მოტყუება მარტივი არ არის. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი ამბობს, რომ ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. სააკაშვილი ისეთივე რიგითი პატიმარია, როგორც დანარჩენი 9 000 ადამიანი, არც მათზე ნაკლები არც მათზე მეტი. სახელმწიფო ვალდებულია ყველა პატიმრის მიმართ იდენტური მიდგომა ჰქონდეს. სააკაშვილი პრივილეგირებული ვერ და არ იქნება.

სახელმწიფო მის ჯანმრთელობაზე ისევე ზრუნავს, როგორც სხვა პატიმრებზე, შესაბამისად სახელმწიფოს მიმართ სააკაშვილის პრეტენზიებს ვერ მივიღებ. არ მინდა წარსულის გახსენება, მაგრამ რეალობის შესაგრძნობად აუცილებელი გვახსოვდეს წარსული, წარსული როდესაც მიშას დროინდელ საპატიმროებში მყოფ პატიმრებს სიკვდილი ენატრებოდათ, მათი დიდი ნაწილი ციხიდან დაავადებული, ნაწამები და დაინვალიდებული გამოვიდა. აი, ასე ექცეოდა სააკაშვილი პატიმრებს, რომელთა წამებაც ზოგიერთ მინისტრს გართობის საშუალებად მიაჩნდა. გვახსოვდეს წარსული, რომელიც სააკაშვილმა უდანაშაულო ადამიანების სისხლით დაწერა!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს პატიმარმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიმართვა გაავრცელა, რომლის თანახმად ის მხარდამჭერებს 29 ნოემბერს ჩანიშნულ „სასამართლო“ პროცესზე სასამართლოსთან შეკრებას სთხოვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა