თეგებით ძიება
28. 11. 2021 COVID - 19

კორონავირუსმა კიდევ ერთი ორსულის სიცოცხლე შეიწირა – ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს

კორონავირუსით გურჯაანში, კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა. გარდაცვლილი გურჯაანის სამების ტაძრის სტიქაროსნის მეუღლეა.

35 წლამდე ასაკის მაკა ქაჩლიშვილს, ექიმებმა საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. ოპერაციის შედეგად, ახალშობილი გადარჩა, მშობიარე ქალი კი დაიღუპა. კოვიდ- 19- ით ორსულის გარდაცვალების, ეს უკვე მეორე შემთხვევაა გურჯაანში.

დაახლოებით ერთი თვის წინ, მუნიციპალიტეტში, 30 წლის მშობიარე გარდაიცვალა. ინფიცირებული ქალი ორსულობის მეშვიდე თვეში იმყოფებოდა. საკეისრო კვეთის შედეგად, ახალშობილი გადარჩა, დედის სიცოცხლის შენარჩუნება, ექიმებმა ვერ შეძლეს. ახალგაზრდა ქალს ოთხი შვილი დარჩა.

წყარო - primetime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა