თეგებით ძიება
28. 11. 2021 COVID - 19

კახეთში კორონავირუსით 28 წლის ბიჭი დაიღუპა

კორონავირუსს კახეთში, 28 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილი თემურ ბილანიშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის მკვიდრია.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა ის, მოულოდნელად დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდა, თუმცა ის, ვაქცინირებული არ იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა