თეგებით ძიება
28. 11. 2021 COVID - 19

"ომირკონი" შეიძლება გაცილებით უფრო იოლად შეიჭრას ადამიანი ორგანიზმში, ვიდრე "დელტა" - ივანე ჩხაიძე

კორონავირუსის ახალი შტამი, "ომირკონი" შეიძლება გაცილებით უფრო იოლად შეიჭრას ადამიანი ორგანიზმში, ვიდრე "დელტა", - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს.

"ამ მუტაციაში ძალიან ბევრი სხვადასხვა ცვლილებაა. ჯამში 50 მუტაციაა, რომელთაგან 32 ეხება წვეტის ცილას, რომელიც ხელს უწყობს ვირუსის შეჭრას ადამიანის უჯრედში, ამათგან 10 მუტაცია ეხება სწორედ შეჭრის გამაიოლებელ ფრაგმენტს, რომელიც ამ ვირუსშია, ანუ ეს ვირუსი შეიძლება გაცილებით უფრო იოლად შეიჭრას ადამიანი ორგანიზმში, ვიდრე "დელტა" ვარიანტი, რომელსაც დღეს განვიხილავთ ყველაზე უფრო გადამდებს. თუ ეს დადასტურდა და ასეა, მაშინ რისკი არსებობს, ისე როგორც მოხდა "დელტას" შემთხვევაში, მოიმატოს ინფიცირებამ.

ამის უკან დგას კიდევ ერთი საკითხი - არის თუ არა ეს ვირუსი უფრო მეტად გამომწვევი მძიმე მიმდინარეობის," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, "ომიკრონი", რომელიც რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საშიშ შტამთა ხუთეულში შეიყვანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა