თეგებით ძიება
29. 11. 2021 COVID - 19

იგეგმება თუ არა საველე ჰოსპიტლების გახსნა? - რას აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველა პაციენტი იმართება კლინიკის დონეზე, ამ ეტაპზე არ არის არანაირი დეფიციტი საწოლფონდთან მიმართებით.

მისი თქმით, საველე ჰოსპიტლების ამოქმედება არ იგეგმება.

„საველე ჰოსპიტლების ამოქმედება არ იგეგმება, ყველა პაციენტი იმართება კლინიკის დონეზე, ამ ეტაპზე არ არის არანაირი დეფიციტი საწოლფონდთან მიმართებით. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, უკვე ორი წელია ჩვენი ექიმები გმირულად ებრძვიან პანდემიას და თითოეული მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად და რა თქმა უნდა, ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანურ რესურსს, ნებისმიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის მოძიებადი, მაგრამ ადამიანური რესურსი არის ის რესურსი, რომლის ერთ-ორ წელიწადში მოძიება ვერ მოხერხდება და მით უმეტეს ამ გადატვირთვის პერიოდში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ექიმების ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა