"ყოველ 2-3 კვირაში ახალი წამალი გამოჩნდება…" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოველ 2-3 კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი წამალი გამოჩნდება.
"ჩინეთიც მუშაობს კოვიდ წამალზე.
დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. წინასწარი მონაცემები საინტერესოა.
ახალი მედიკამენტი ჩინეთის ბაზარზე დეკემბერში ხელმისაწვდომი იქნება.
ყოველ 2-3 კვირაში ახალი წამალი გამოჩნდება…
საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ წამალი საერთოდ არ დაგჭირდეთ… რა უნდა ქნათ, იცით … თავს ნუ იტყუებთ … ", - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.