კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5050 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 80 ადამიანი, ხოლო 4214 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 845 643-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 788 201 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 12 054 პაციენტი ემსხვერპლა.