თეგებით ძიება
30. 11. 2021 COVID - 19

კორონავირუსის ახალი ვარიანტით გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება - ჯანმო

ჯანმო-ს დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტით (ომიკრონი) გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება. ვირუსის ახალი შტამი არ დადასტურებულა შეერთებულ შტატებშიც, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ახალი ვარიანტის გამოვლენა შტატებში გარდაუვალი იქნება.

"თეთრი სახლის" ლიდერი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის.

"ვირუსის ახალ ვარიანტს ადრე თუ გვიან შეერთებულ შტატებშიც ვიხილავთ. თუ ხალხი აცრილი იქნება და პირბადეს ატარებს, ლოკდაუნის საჭიროება არ გვექნება. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა და საუკეთესო მედიკამენტები გვაქვს, გვყავს საუკეთესო მეცნიერები და ყოველდღე უფრო მეტს ვსწავლობთ. კორონავირუსის ახალ ვარიანტთან საბრძოლველად იმაზე მეტი საშუალება გვაქვს, ვიდრე როდესმე გვქონია. ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ მას. ვიცი დაიღალეთ ჩემგან ამის მოსმენით, მაგრამ საუკეთესო თავდაცვა ნებისმიერი ვარიანტის წინააღმდეგ სრულად აცრა და ვაქცინის ბუსტერ დოზაა. ჩვენ მზად ვართ ახალი ვაქცინების საჭიროების შემთხვევისთვისაც. ჩემი გუნდი მუშაობს ამ საკითხზე "ფაიზერის", "მოდერნასა" და "ჯონსონის წარმომადგენლებთან","- აცხადებს ჯო ბაიდენი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა