თეგებით ძიება
30. 11. 2021 COVID - 19

ყველაფრიდან ასე ჩანს, რომ „ომიკრონი", „დელტაზე“ უფრო სწრაფად გავრცელებადი იქნება - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ „დელტაზე“ უფრო სწრაფად გავრცელებადი იქნება.

„ყველაფრიდან ასე ჩანს, რომ „ომიკრონი", ალბათ, „დელტაზე“ უფრო სწრაფად გავრცელებადი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ისევ და ისევ ჩვენნაირ ქვეყნებს შეუქმნის ყველაზე მაღალ რისკს, ქვეყნებს, სადაც იმუნური მოსახლეობის წილი არ არის მაღალი. ძალიან ცოტა დრო არის გასული და ალბათ, ერთი-ორი კვირა იქნება საჭირო, რომ უფრო დაზუსტებული მეცნიერული მტკიცებულებები მივიღოთ, ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება, კიდევ უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი, შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს გახდის უფრო მცირე დროში ერთდროულად ავად, რაც გამოიწვევს გადატვირთვას.

ძალიან მალე შეიძლება, მთელ დედამიწაზე ისეთივე დომინანტური გახდეს „ომიკრონი", როგორიც თავის დროზე - ზაფხულში, ზაფხულამდე ბრიტანული ვარიანტი იყო”, - განაცხადა პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა