თეგებით ძიება

მეც ჩამარტყეს თავში, 50 პოლიციელი ურტყამდა ჩემს შვილს - ბესიკ თამლიანის დედა (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტის, ბესიკ თამლიანის დედა ამბობს, რომ მისი შვილი გუშინ პოლიციამ ძალადობრივი მეთოდებით დააკავა. რუსუდან თამლიანი "ტვ პირველთან" ყვება, რომ პოლიციელები მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"სასამართლო, რომ დამთავრდა, სახლისკენ მოვდიოდით გადასასვლელ ხიდზე გადავდიოდით, როცა გადაცმულ ფორმაში, პოლიციის ფორმა არ ეცვათ, ათი კაცი დაესია ჩემ შვილს, მეც ჩამარტყეს სხვათაშორის თავში ხელი, ასე გაიგდეს წინ და 50 პოლიციელი დაესია და 50 კაცი ურტყამდა ჩემ შვილს", - ამბობს ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ თამლიანი გუშინ დააკავეს. თამლიანს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.




წყარო - "tv pirveli"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა