"80 ადამიანი დავმარხეთ შავი პოლიეთილენის პარკით! და რა ?!" - ელისო კილაძე
ჟურნალისტი, ელისო კილაძე ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"გასული დღე ღამის განმავლობაში 80 ადამიანი გარდაიცვალა.
80 ადამიანი დავმარხეთ შავი პოლიეთილენის პარკით !
და რა ?!
არანაირი პასუხისმგებლობა,არანაირი წუხილი !
ასე იქცა სიკვდილი სტატისტიკად ამ ქვეყანაში !" - წერს კილაძე ფეისბუქზე.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5050 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 80 ადამიანი, ხოლო 4214 პირი გამოჯანმრთელდა