დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში მოსახლეობის 35% სრულად არის ვაქცინირებული:
- 30 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 170 057 აცრა;
- სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 156 998 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 40.7%;
- სრულად ვაქცინირებულია 998 613 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.0%;
- 29 ნოემბერს აიცრა 13 603 ადამიანი;