პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ია ბოლო პერიოდში, რაც ძალიან დაბალია - თამარ გაბუნია
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გახშირებულმა აქციებმა ძალიან დაამძიმა ეპიდვითარება.
"პიკური მაჩვენებლის შემცირებას, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ის, რომ მობილობის მაჩვენებელი კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც გარკვეულწილად დაკავშირებულია აქციებთან, ასევე პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ია ბოლო პერიოდში, რაც ასევე ძალიან დაბალია. ამდენად, ეს არის უკვე ჩვენი ჩარევის გარეშე ვირუსის ბუნებრივი გავრცელების ტენდენცია, რომელსაც დასჭირდება ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა, რომ დაუბრუნდეს საწყის მაჩვენებლებს.
ჯანდაცვის სისტემა მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით და ეს მაქსიმალური დატვირთვა გრძელდება პრაქტიკულად ოქტომბრის შემდეგ, რაც დიდი დატვირთვაა სამედიცინო პერსონალისთვის. რა თქმა უნდა, რესურსის გადაძაბვის საკითხი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც დგას,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.