თეგებით ძიება
01. 12. 2021 COVID - 19

,,საქართველოში მოხუცების ადგილი არ არის” – თეა თოფურია

პოეტი და ჟურნალისტი, თეა თოფურია საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდვითარების შესახებ წერს.

,,12 ათასზე მეტი გარდაცვლილი, დღეში 80 კაცი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 80 კაცი ერთი დიდი სოფელია ან 8 – პატარა, მაგრამ მე ცოტა სხვა შედარებას მოვიყვანდი.

წარმოიდგინეთ რომელიმე მცირე თეატრის პარტერი, ის დაახლოებით ამდენ მაყურებელს იტევს. წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღე პარტერში 80 ადამიანი შემოდის და ჩუმად უყურებს რა ხდება სცენაზე. ის, რაც სცენაზე ხდება, მართალია, ტრაგედიაა, მაგრამ სულ სხვა რეპერტუარიდან – პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება… საღამოსკენ ეს 80 კაცი დარბაზიდან გადის, მეორე დღეს მათ ადგილს სხვა 80 იკავებს და ახლა ისინი უყურებენ სპექტაკლს, რომელიც მათ არ ეხება.ასე მშვიდად მივიღებდით დღეში 80 ადამიანის სიკვდილს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოხუცები რომ არ იყვნენ? მეეჭვება…

ის, რომ ჩვენთან ბებიები და ბაბუები უყვართ, ასაკოვან ადამიანს პატივს სცემენ, მოხუცს ჭკუას ეკითხებიან და ასე შემდეგ, ძველი ხალხური ზღაპარია. ამ ზღაპრებს ახლა ბუკინისტებში თუ იშოვით, თანამედროვე გამომცემლები აღარც ბეჭდავენ. სინამდვილეში საქართველოში მოხუცების ადგილი არ არის და ამას ყველა მარტივად მიხვდება, ვისაც ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში დაბერების შეშინებია…

თავს ვიმშვიდებთ, რომ ისედაც მალე დაიხოცებოდნენ. მაგრამ დაიხოცებოდნენ კი? ეს ჩვენთან ბერდებიან და კვდებიან ადამიანები ნაადრევად… ეს თაობა ახლა მიდის! მიდის უკანმოუხედავად! დღეში 80 კაცი!”

რადიო თავისუფლება


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა