შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 2 გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. გარდაცვლილები ირანის მოქალაქეები არიან, ისინი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. მიზეზი, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციაა.
"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ღია წვის კამერიანი წყლის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. მათივე ცნობით, ფართი, სადაც შემთხვევა მოხდა, კომერციულად არის რეგისტრირებული და თვითნებურად საცხოვრებლად იყო გადაკეთებული.
მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.
გარდაცვლილები ირანის მოქალაქეები არიან