თეგებით ძიება

"პოლიციელები ჩემს დაზე მეუბნებოდნენ, ამას ასე ვუზამთო" - ცნობილია 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა - რა ხდება პროცესზე?

ვარ­კე­თილ­ში, 25 წლის მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­სა და კი­დევ 3 პი­რის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ და­ვით გო­გი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ლე­ვან გე­ლო­ვან­მა მი­ი­ღო. და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის პრო­კუ­რა­ტუ­რა ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და.

პრო­კუ­რორ გრი­გოლ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის რო­გორ ფორ­მა­ლუ­რი, ასე­ვე ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი არ­სე­ბობს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის მკაც­რი სას­ჯე­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რის გა­მოც, ბრალ­დე­ბულ­მა შე­საძ­ლოა, გა­მო­ძი­ე­ბას თავი აა­რი­დოს და მი­ი­მა­ლოს.

ნიშ­ნი­ა­ნი­ძის თქმით­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბით არა მხო­ლოდ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, ქა­ლა­ქი­დან წა­ვი­და. პრო­კუ­რო­რის თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლის მხრი­დან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობს. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა დაც­ვის მხა­რე.

ად­ვო­კატ ანა ჟღენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბულს უთხრეს, რომ მოწ­მის სტა­ტუ­სით იყო გა­მო­კი­თხვა­ზე და მას ად­ვო­კატ­თან და­კავ­ში­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე­ში დარ­ღვე­ვე­ბია. ჟღენ­ტის თქმით, გო­გი­ძე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს და მისი ქმე­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლებს გა­და­ცი­ლე­ბა იყო.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ბრალ­დე­ბულს 5 ადა­მი­ა­ნი ურტყამ­და და ამ­ცი­რებ­და. მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით გო­გი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მის მი­მართ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, როცა მას ლე­ვან გე­ლო­ვან­მა ჰკი­თხა, ხომ არ ჰქონ­და ად­გი­ლი მის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას, ან წა­მე­ბას ად­გი­ლი.

"ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა იყო, და­მე­მუქრნენ... დი­ლის 11 სა­ათ­ზე შე­მიყ­ვა­ნეს, არც საკ­ვე­ბი, ად­ვო­კატ­თან და­რეკ­ვის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევ­დნენ. ჩემს დაზე იყო სა­უ­ბა­რი, ამას ასე ვუ­ზამ­თო, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი იყო, ასე­ვე ჩემს შეყ­ვა­რე­ბულ­ზე, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. აი, რომ მი­გიყ­ვანთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ნახე რას გი­ზა­მე­ნო",- გა­ნა­ცხა­და გო­გი­ძემ

შემ­თხვე­ვა 21 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში მოხ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, 4 პირს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში და­ნით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო სხვა პი­რე­ბი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 22 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19/109-ე მუხ­ლის “ლ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ორზე მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა