თეგებით ძიება
01. 12. 2021 COVID - 19

"მწვანე პასპორტის" მიღება შესაძლოა გამკაცრდეს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, განიხილება ახალ შტამთან მიმართებაში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება.

"დღევანდელი საბჭოს შეხვედრის მიზეზი გახლავთ ახალი შტამი ძირითადად და ახალ შტამთან მიმართებაში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მნიშვნელობა და გასათვალისწინებელი არის, რა სამოქმედო გეგმა უნდა დავისახოთ ჩვენ ამისთვის. უკვე ცნობილი არის, რომ ასაკობრივ ჯგუფებში ბუსტერ დოზის ვადების ცვლილებაც მოხდა და ასევე, ასაკობრივი ჯგუფების ცვლილებაც. რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ბუსტერის გამოყენების უფლება სხვადასხვა ქვეყანაში უკვე 3-4 თვემდე შემცირდა და ნებადართული არის, ვინაიდან საკმაოდ საშიში არის ეს შტამი. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენც ადგილზე ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება თუ რა იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა. ასევე, როგორც ვიცით, დღეს ამოქმედდა საქართველოში მწვანე საშვი და მწვანე საშვთან მიმართებაშიც, ვინაიდან უკვე ჩვენ გვაქვს სახეზე ახალი შტამი, მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინოთ საჭიროებს თუ არა ეს მიდგომა რამე დამატებით გამკაცრებულ ცვლილებებს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა