გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა 3 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
"რომ იცოდეთ, მარნეულის კაპეზეში ერთი დღე-ღამის გატარება ღირს დაახლოებით 500$, ასეთი "სტავკა" აქვს ივანიშვილს. მისი სასტუმრო "პარაგრაფის" ფასი დაადო მარნეულის კაპეზეს. მე იქაურ პერსონალთან პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა, ცდილობს რეპრესიების გამოყენებას.
რაც უფრო მეტს დაიჭერენ, რაც უფრო ბრუტალური იქნება მათი ქმედება, მით უფრო მძაფრი იქნება საზოგადოების პასუხი, რაც უფრო გაწელავს რეჟიმი ზამბარას, მით უფრო მწარედ მოხვდებათ ცხვირში." - უთხრა პროცესიდან გამოსვლის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, გიგი უგულავა 2 დღის წინ მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავეს.