ბესიკ თამლიანს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებული შიმშილობას იწყებს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბესიკ თამლიანი პატიმრობაში დატოვა - მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ბესიკ თამლიანმა კი განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიაყო.
ბესიკ თამლიანი საქალაქო სასამართლოსთან, სააკაშვილის პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე დააკავეს. გამოძიება მას 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პოლიცელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
29 ნოემბერს ბესიკ თამლიანი მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე დროშით იდგა და პროტესტს გამოხატავდა, რა დროსაც მისი ძალით ჩამოყვანა სამართალდამცავებმა სცადეს.
თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ პოლიციელი მისთვის წიწაკის სპრეის შესხმას ცდილობდა. რუსუდან თამლიანის მტკიცებით, მისი შვილი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს.