მაცვია სააკაშვილის პიჯაკი, რომლის ქურდობისთვის სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი - ნიკა გვარამია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეში მართალია.
"...მაცვია ერთ-ერთი პიჯაკი სააკაშვილის, რადგან მკითხეთ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ რომ პრაქტიკულად კარგად მაქვს ეს პიჯაკი, რაც ჩემზე არ მეტყველებს მაინც და მაინც კარგად... პიჯაკების საქმე ამ საქმეს ჰქვია იმიტომ, რომ ყველაზე სიმბოლური არის პიჯაკები და არა იმიტომ რომ სააკაშვილი მარტო პიჯაკების ნაწილშია მართალი. არა. ყველაფერთან დაკავშირებით არსებობს პასუხები, ამ პასუხებს მოისმენთ ხვალ. აი ამ პიჯაკის ქურდობისთვის სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. სირცხვილია. ქვეყნის ისტორიული სირცხვილია ეს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 2 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო სხდომა გაიმართება.