ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სხდომა გადაიცემოდეს პირდაპირ ეთერში - ადვოკატი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცემოდეს. ის ამბობს, რომ ამ მოთხოვნას ყველა პროცესზე დააყენებს.
"ყველა პროცესზე ამ მოთხოვნას დავაყენებთ, იმიტომ, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა არის ამ სხდომების საჯაროობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა სამარცხვინო ბრალდებები აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს. ერთ-ერთი გამორჩეული საქმე არის სწორედ პიჯაკების საქმე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სხდომა გადაიცემოდეს პირდაპირ ეთერში, ტელევიზიების მეშვეობით", - განაცხადა საძაგლიშვილმა.