თეგებით ძიება

ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი - მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე

ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი, - ასე აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

"ხომ არ ჯობია, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი. ხომ არ ჯობია, რომ მოითხოვოთ ტყვეობიდან ჩემი გამოხსნა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები და პროკურორები იქნებიან, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, მეტი რაღა დავამტკიცო, ჩამოვედი და პირდაპირ მგლის ხახაში ჩავყავი თავი, მზად ვარ, წარვსდგე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს, როცა იქნება თუნდაც ერთ, ორ ან სამ წელიწადში", - განაცხადა სააკაშვილმა პროცესზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროკურატურის თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

გამოძიების ვერსიით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა