უვადო "მწვანე სტატუსის" შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
უვადო "მწვანე სტატუსის" ცვლილების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
საქმე ეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. მწვანე პასპორტი უვადოდ ენიჭება იმ ადამიანს, ვისაც Covid 19 გადატანილი აქვს.
"სასამართლომ არ მიიჩნია ექსპერტების (გამყრელიძის, ცერცვაძის, კულუმბეგოვის და სხვების მოსაზრებები) საკმარისად და მოსარჩელეს მოსთხოვა მეცნიერულად დაამტკიცოს, რომ კოვიდგადატანილ პირებს არ აქვთ უვადო იმუნიტეტი.
სასამართლომ, ვერ დაინახა სარჩელის პერსპექტიულობა და მისი დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული საფრთხე, ანუ ის, რომ უვადო მწვანე სტატუსი მოსარჩელეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დააზიანებ", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.