თეგებით ძიება

ბრალდებული საიდუმლოს გათქმას აპირებს - სკანდალი გიორგი შაქარაშვილის საქმეში

მოკლული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში, შესაძლოა, სერიოზული ცვლილებები მოხდეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, შაქარაშვილის მკვლელობიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, ამ რეზონანსულ საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ჩვენების მიცემას აპირებს.

6 წლით მსჯავრდებული გიორგი მერაბიშვილი, რომელიც პირველი ინტანციის სასამართლომ ჩხუბის მონაწილედ ცნო, ალაპარაკებას სააპელაციო ინსტანციაში აანონსებს. დაკავებულის მამამაც ტელეკომპანიას უდასტურებს, რომ მის შვილს ჩვენების მიცემა და საიდუმლოდ შემონახული ამბის საჯაროდ მოყოლა უნდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირი დააკავეს, აქედან 6 სასჯელს შაქარაშვილის ჯგუფური მკველობისთვის იხდის დანარჩენებს ბრალი ნარეკვავის აგარაკზე ჩხუბის ეპიზოდზე წარუდგინეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა