თეგებით ძიება

"სანამ მწვანე პასპორტების სახელით, იმ ხალხის ცემა დაგიწყიათ ისევ, ვინც პრემიერს არ მოსწონს, დაფიქრდით პროტესტის სწორ ფორმაზე" - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"რატომ არ შუქდება მწვანე პასპორტების არმსურველთა აქციაო, კითხულობენ...
5 ივლისს რომ ხალხი დააორგანიზა და იმ აქციაზე გაიყვანა, სადაც მინიმუმ 55 ადამიანი სცემეს, ის ხალხი დაიყენეთ გვერდით და ლენინიც გამოგეყვანათ მავზოლეუმიდან, ბარემ, რამე ახალ ტრაქტატს დაწერდა...

ჯერ ერთი, ამ ფორმით მწვანე პასპორტი - სისულელეა, მეორეც - მე არ ვთვლი რომ რამე ტიპის დაყოფა გაგვაერთიანებს და არ ვთვლი, რომ როდესმე დაყოფას რამე კარგი მოუტანია სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ...

რა უნდა გაშუქდეს?
იქნება, ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვთ?
პრემიერის წინააღმდეგნი ხართ, იქნება?
თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ 5 ივლისს ხალხის ცემის უკან, პრემიერის მწვანე შუქი ენთო, ახლა რატომ არ უნდა ვიფიქრო, რომ პრემიერის მწვანე შუქით დადიხართ და იმიტომ არ ითხოვთ მის გადადგომას?
ქვეყნის მეთაური არის პრემიერი, გადაწყვეტილებებს იღებს პრემიერი - თუ რამე კანონის წინააღმდეგი ხართ - ყველაზე სწორი არ იქნება მას მიმართოთ?
ან საპატრიარქოსგან რას ელით? ღია მხარდაჭერას?
საპატრიარქომ მაქსიმუმი "გააკეთა" პრემიერისთვის 5 ივლისსაც და ახლაც, ასე ჩანს გვერდიდანაც, წინიდანაც და უკნიდანად და გამოეყავით, აბა, და ცოტა შორიდან შეხედეთ...

სანამ მწვანე პასპორტების სახელით, იმ ხალხის ცემა დაგიწყიათ ისევ, ვინც პრემიერს არ მოსწონს, დაფიქრდით პროტესტის სწორ ფორმაზე.
მშვიდობიანი აქციააო, დაანგირიეს სხვა ქვეყნებში ქალაქებიო, მშვიდობიანი იქნება, ბიძია, რა არის საომარი, როცა მთავრობას არ უყენებ ულტიმატუმს.
როცა მთვარობა წყვეტს და შენ იმას სთხოვ პასუხს, ვინც გადაწყვეტილების მიმღები ვერ არის, რა არის საომარი და საჩხუბარი?
ყველამ ვიცით ვინ არის არაფორმალური მმართველი და დადექით, ივანიშვილს მოსთხოვეთ, ოღონდ, მართლა მოსთხოვეთ და აი, მაშინ დაინახავთ ძალოვნების ქცევას და ბევრ თქვენგანს დაცვაც დასჭირდება მერე სისტემისგან.

შემიძლია შაბათს ჩემ ეზოში ვიარო და მეზობლებს მოვთხოვო პენსიის გაზრდა, ან ასი ქარხნის ამუშავება, შეცვლის რამეს? რამდენჯერ მოხვალთ და გააშუქებთ?", - წერს კეშელავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა