თეგებით ძიება

საქართველოში არჩევნების გამო აფხაზეთის ე.წ. მთავრობა 23 ოქტომბრიდან ენგურის ხიდს კეტავს

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოში 26 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების გამო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურის გადასასვლელს კეტავს. ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გადასასვლელი 23-30 ოქტომბერს იქნება ჩაკეტილი.

ამასთან ერთად, დე-ფაქტო ხელისუფლებამ საგამონაკლისო წესით ენგურის ხიდზე გაატარებს იმ ადამიანებს, რომლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში ბრუნდებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა