თეგებით ძიება

როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, მყისიერად დავიწყებთ პენსიების ზრდას - ელისაშვილი

"როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, მყისიერად დავიწყებთ პენსიების ზრდას" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მოქალაქეებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, 26 ოქტომბრის საღამოდან კოალიციის თითოეული წევრი პენსიების 1 000-ლარამდე გაზრდაზე იმუშავებს.

ვამბობთ, რომ პენსია თვეში 1 000 ლარი გახდება. ჩვენ ამას ვამბობთ და "ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა ბიუჯეტის პროექტი იმ ბეჩავ პარლამენტში და 20 ლარით უმატებენ პენსიას. სამარცხვინოა. დედაჩემიც და მამაჩემიც არიან პენსიონერები და, პირველ რიგში, მათ ვპირდები, რომ პენსია 1 000 ლარი იქნება. ვპირდები ყველა პენსიონერს, რომ როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, 26 ოქტომბრის საღამოდან მყისიერად დავიწყებთ პენსიების ზრდას. ამ სიტყვას ვიძლევით კოალიცია "ძლიერი საქართველო"", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა