თეგებით ძიება

"ქოცების პროკურატურაც კი არაფერს ამბობს ვინ მოკლა სანდრო გირგვლიანი! ხვდებით, რატომ უწოდა სააკაშვილმა ამ საქმეს პიარი?!" - ელისო კილაძე

ჟრნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი საქმეების შესწავლა დაიწყო:

"ჩავუჯექი მიხეილ სააკაშვილის ორ ბრალს.
დავიწყე სანდრო გირგვლიანის საქმის მასალების კითხვა.
საქმის ფიგურანტი ალექსანდრე ღაჭავა ხელახლა დაიკითხა 2012 წლის 26 ნოემბერს.
ლევან ბუხაიძე და სანდრო გირგვლიანი აიყვანეს ოქროყანაში.

"ბუხაიძე გვაგინებდა და ძიძგილაობდა,რის გამოც მოგვიწია მისი ცემა.
გასაკვირი იყო რომ მეორე ახალგაზრდა არც გაწევ გამოწევაში და არც გაშველებაში არ ჩართულა,მოწოდების მერე,გირგვლიანმა უცაბედად გაიხადა ქურთუკი და ჯემპრი,გახდილი ტანსაცმელი დაყარა თოვლში და ისე მოულოდნელად გაიქცა სასაფლაოების მხარეს, რომ მე ვერც კი შევძელი მისი შეკავება.ალანიამ მითხრა გაიქცა და გაიქცა მაგის დედაცო...გირგვლიანი სასაფლაოებს შორის მდგომ ნაძვის ხეებს შორის გარბოდა.რამდენჯერმე დავიძახეთ ,მობრუნებულიყო,მაგრამ მან ხმა არ გაგვაგონა. აღნიშნულის მერე ადგილზე დიდხანს აღარ გავჩერებულვართ ,დავაპირეთ წამოსვლა.დავეშვით თბილისის მიმართულებით."

ანუ ქოცების პროკურატურაც კი არაფერს ამბობს ვინ მოკლა სანდრო გირგვლიანი !
ხვდებით რატომ უწოდა სააკაშვილმა ამ საქმეს პიარი ?!", - წერს ელისო კილაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა