თეგებით ძიება

"კალთაში მისვამდა და მეფერებოდა... ​ვერ ვიჯერებდი, რომ მსგავსი რამ შეიძლება, ჩემს თავს მომხდარიყო" - 13 წლის გოგოს კლასელის მამა ავიწროებდა

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:


"13 წლისა საკმაოდ საყვარელი და ცელქი ბავშვი ვიყავი, ხშირად მივდიოდი ჩემს კლასელთან სათამაშოდ. მაშინ ვფიქრობდი, რომ მამამისი კალთაში რომ მისვამდა და მეფერებოდა, მამაშვილური მოფერება იყო.

გავხდი 15 წლის. ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს („ქალაბიჭა“ გოგო ვიყავი). ჩემი კლასელის მამამ დამიძახა. მივედი და მეუბნება, როგორი ლამაზი და საყვარელი გოგო ხარ, რომ გიყურებ, სულ შენი მოფერება მინდებაო.
ხმა არ ამომიღია ჩუმად თავჩაღუნული ვუსმენდი.

- იცოდე, თუ ვინმეს ნუგეში დაგჭირდება ან საუბარი, ნებისმიერ დროს შეგიძლია, ჩემთან მოხვიდე და მე ისეთ რაღაცას გასწავლი, რაც ძალიან მოგეწონება და შემდეგ სულ მოგინდება მაგის გაკეთება...
მაკოცა (ლოყაზე) და გამიშვა.

მსგავსი შემთხვევა არაერთხელ მოხდა, საჯდომზე წამითათუნა ხელები და ხმა ვერ ამოვიღე, ტუჩთან ახლოს მაკოცა და მაშინაც ვდუმდი, ვერ ვიჯერებდი, რომ მსგავსი რამ შეიძლება, ჩემს თავს მომხდარიყო.
გავხდი 17 წლის და ეს ამბავი დედას ვუთხარი.

დედამ დაიბარა ჩვენთან სახლში და დაემუქრა, რომ ცხოვრებას გაუმწარებდა. მეც ვუთხარი, რომ თუ ისევ შემეხებოდა ან შემომხედავდა, მაინც არ ვაცოცხლებდი.

ამის შემდეგ გავიდა წლები, გავხდი 24 წლის. ავტობუსში აღმოჩნდა ჩემთან ერთად. გვერდით მომიჯდა და ჩემი ქება დაიწყო. ხალხის გამო ხმას არ ვიღებდი, მისი ჩასვლის დროც მოვიდა და როცა საკოცნელად გამოიწია, ეგრევე სახეში ვლეწე და ხმამაღლა დავუყვირე:
- მე შენ ხომ გითხარი, აღარ გამეკარო, შე პედოფილო ნაბიჭვარო!
ხმა არ გაუცია, დახარა თავი და ჩავიდა".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა