თეგებით ძიება

"კადრების გამოქვეყნების ნაწილში დადგენილ იქნა ღირსების შემლახავი და დამამცირებელი მოპყრობა" - ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სახელმწიფო ინსპექტორის იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ჯარიმა დაეკისრა.

"კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენცია და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცით, აბსოლუტური და უნივერსალური აკრძალვაა სასტიკი მოპყრობის შემდეგ ფორმებზე (სიმძიმის მიხედვით):

1. წამება
2. არაადამიანური მოპყრობა
3. ღირსების შემკლახავი და დამამცირებელი მოპყრობა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მეორე და მესამე სტანდარტს არ განასხვავებს და აერთიანებს ერთ მუხლში - 144 ტერცია.
დღეს, სახელმწიფო ინსპექტორის აქტით, განსაკუთრებით, შემდეგი სიტყვებით:
"მისი ამგვარ ფორმაში და ვითარებაში ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, უნდა იქნას მიჩნეული მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ფორმით მონაცემების დამუშავებად"

მხოლოდ კადრების გამოქვეყნების ნაწილში დადგენილ იქნა ზემოთმოყვანილი მესამე სტანდარტი (თუმცა, ქართული კანონმდებკლობა, ვიმეორებ, არ განასხვავებს მას მეორისგან და ერთ მუხლში აერთიანებს).

ასევე შეგახსენებთ, რომ მთავარი გამოძიება გლდანის მე-18 დაწესებულებაში და იქ გადაყვანისას უკვე უშუალოდ მომხდარ ფაქტებზე, როგორც არაადამიანურ მოპყრობაზე (მეორე სტანდარტი) ჯერ ისევ მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის მიერ.

ასევე შეგახსენებთ, რომ ცენტრი ემპათიის დასკვნით, შესაძლოა გამოძიება განივრცოს უმაღლესი სტანდარტის, წამების მიმართულებით", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

საქართველოს პირეველი პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებიდან 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ის ამჟამად მკურნალობის კურს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. ექსპრეზიდენტზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა