თეგებით ძიება

"გაოგნებული ვარ ქართველების არაადამიანობით! ფაქტი ერთია, რომ ის გარდაიცვალა და ამას ვერავინ შევცვლით" - რას წერს ემიგრანტი იტალიაში დაღუპულ ქართველზე

ემიგრანტები ეხმაურებიან იტალიაში, ქალაქ რეჯო-კალაბრიაში ქართველი ქალის ტრაგიკულად დაღუპვას. არსებული ინფორმაციით, მან ტავი მოიკლა.

"მოგესალმებით! მინდა მწუხარება გამოვთქვა ქართველი ემიგრანტის დაღუპვასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ ოჯახს და გამძლეობას ვუსურვებ. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, მაგრამ არავინ ვიცით რეალური მიზეზი. მიზეზი თუ რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, ან ვინ.

ფაქტი ერთია, რომ ის გარდაიცვალა და ამას ვერავინ შევცვლით. ვერც დროს დავაბრუნებთ უკან. ყველას ერთნაირად ძლიერი ფსიქიკა არ აქვს და ყველა ვერ უმკლავდება ემიგრანტობით გამოწვეულ უამრავ პრობლემას. სად ვართ ამ დროს ჩვენ, როცა ადამიანს უჭირს, როცა ჩვენი ერთი სიტყვაც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ვართ დადუმებულნი, უმოქმედონი და ვუყურებთ როგორ იძირება ჭაობში ადამიანი! სად არიან ოჯახის წევრები, საყვარელი ხალხი, რომელთა მოკითხვას და სითბოს გამოხატვას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია!

ვუყურებ, ვკითხულობ, მესმის და გაოგნებული ვარ უმეტესი ქართველის არაადამიანობით! აღარ ჩამოვწერ იმ უამრავ ცუდ საქმეს, რასაც კადრულობენ! არ გაჩუმდეთ როცა შენს გვერდით ვინმეს სჩაგრავენ, ამცირებენ, უსამართლოდ ექცევიან. არც შენ მოითმინო ადამიანო დამცირება და ამოიღე ხმა. არ აქვს მნიშვნელობა ერთი დღის ჩამოსული ხარ თუ ათი წლის!

არავის მისცე უფლება დაგამციროს და შეურაცხყოფა მოგაყენოს. გამძლეობას გისურვებთ კარგო ადამიანებო და მალე მშვიდობით ოჯახში დაბრუნებას.

და თქვენ უსამართლო და გაბოროტებულო ადამიანებო, გისურვებთ მთელი ცხოვრება ემიგრანტად ყოფნას!", - წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, სოფო გუნაშვილი.

exclusivetv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა