თეგებით ძიება

"სამი დღეა ჩემს შვილს დაუდასტურდა კოვიდი, დღემდე არ დაურეკია ოჯახის ექიმს და არ მოუკითხავს" - ზაქარია გვიშიანი

ადვოკატი, ზაქარია გვიშიანი წერს, რომ მის შვილს კოვიდი დაუდასტურდა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ექიმი მათთან კონტაქტზე არ გადის.

"სამი დღეა ჩემს შვილს დაუდასტურდა კოვიდი (ვიმყოფებით იზოლაციაში), ჩვენი მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღემდე არ დაურეკია ოჯახის ექიმს და არ მოუკითხავს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

განხორციელდა მხოლოდ ერთი ზარი, რა დროსაც გვითხრეს, რომ ვიყოთ მშვიდად და ვუყუროთ კომედიური ჟანრის ფილმებს, უფლის წყალობით, ბავშვი თავს ნორმალურად გრძნობს. კომედიური ჟანრის ფილმებს არ ვუყურებთ რადგანაც, ადვილად მისახვედრია, რომ ისედაც კომედიურ გარემოში ვცხოვრობთ.

p.s სალომემ თქვა, რომ ჯარი არ გვყავსო, მე სალომეს ვერ შევედრები, მაგრამ ვიტყვი რომ ჯანდაცვაც არ გვყავს!", - წერს გვიშიანი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა