თეგებით ძიება

“გიორგის აქვს მოყოლილი როგორ მეგობრობდა ჯაბა იოსელიანის შვილთან – რატომ გვიკვირს ეროვნული შერიგება?” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი საყოველთაო შერიგების შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და წერს:

“რატომ გვიკვირს ეროვნული შერიგება ქვეყანაში, სადაც ზვიად გამსახურდიას შვილმა, ედუარდ შევარდნაძის პოლიციაში იმუშავა და მოგვიანებით, მხედრიონის წევრები და ზვიადის მხარდამჭერები ერთ მთავრობაში იყვნენ.

უფრო მეტიც, გიორგის ჩემს გადაცემაში აქვს მოყოლილი როგორ მეგობრობდა ჯაბა იოსელიანის შვილთან. იმ ჯაბასი, რომელმაც მამამისი ამ ქვეყნიდან იარაღით გააგდო და შემდეგ რაც უქნა მთელს სამეგრელოს ცნობილია.

ამიტომ დიახ, დიდი ეროვნული შერიგება უნდა დადგეს დღის წესრიგში ყოველთვის, როცა ეს ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას, შეარიგებს ორად გახლეჩილ საზოგადოებას და გააქრობს ზიზღის ენას\', - წერს ჟორჟოლიანი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა