თეგებით ძიება

"რამხელა გადატრიალებაა ეს ჩემს ცხოვრებაში. ვერ ვიტყვი, რომ თავს უკეთესად ვგრძნობ, მაგრამ მაგრად ვკაიფობ" - რას წერს ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს დეტალებზე, თუ როგორ დაანება თამბაქოს მოწევას თავი.

"გამევსო ინბოქსი შეკითხვებით და ვერსიებით სიგარეტის გადაგდებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ბევრისთვის ეს მართლა სერიოზული პრობლემაა. ამიტომ გადავწყვიტე ყველას ერთიანად გიპასუხოთ კითხვებზე, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და არა მგონია სახელმძღვანელოდ გამოდგეს ყველასთვის, რასაც პასუხებიდანაც მიხვდებით.

1. ვეწეოდი ბევრს, მერე ძალიან ბევრს და ამ ბოლო პერიოდში უკვე 4 კოლოფამდე ავიდა დღე–ღამეში.

2. თავის დანებება ჯანმრთელობის გამო არ გადამიწყვეტია. მიზეზი სხვაა და არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

3. არანაირი დათქმა, აღთქმა და ფიცი არ დამიდია და არც ამიკრძალია საკუთარი თავისთვის მოწევა – ასეთ რაღაცეებს ვერ ვიტან და უკურეაქცია მაქვს ყოველთვის. უბრალოდ გადავწყვიტე ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.

4. სახლში მიდევს სიგარეტი სრულიად გამიზნულად – ვიცი, მაქვს და მშვიდად ვარ – თუ ვერ გავძლებ, მოვწევ. მეოთხე დღეა "ვძლებ". ორჯერ სააბაზანოში მოვუკიდე ნაპაზის გარეშე, დავდე და სრული სიმშვიდით ვუყურე როგორ ჩაიწვა.

5. სიგარეტი მარტო ნიკოტინი არ არის, ჩვევაცაა. ამიტომ ტელეფონზე ან ისე საუბრისას პასტა მიჭირავს თითებში, პრინციპში აუნთებელი სიგარეტიც შეიძლება, მაგრამ შორს მიდევს და მეზარება აღება.

ჯერჯერობით სულ ესაა. ვინც მე მიცნობს, ის კარგად მიხვდება რამხელა გადატრიალებაა ეს ჩემ ცხოვრებაში. ვერ ვიტყვი რომ თავს უკეთესად ვგრძნობ, მაგრამ სხვანაირად რომ ვგრძნობ, თითქოს რაღაც ახალი დაიწყო, ეს ფაქტია და ამაზე მაგრად ვკაიფობ. ჰო და კიდევ – საგრძნობლად იმატა თავისუფალმა დრომ და ფულმა ...
თუ კიდევ რაიმე საინტერესო იქნება ამ პროცესში, აუცილებლად მოგიყვებით .

P.S. სხვათაშორის, ყავას უშაქროდ ვსვამდი ისედაც და უსიგარეტოდაც მშვენივრად წავიდა ", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა